გვარდიოლა - ვიცოდით, რა დაგვეპირისპირებინა „პარი სენ-ჟერმენისთვის“, მაგრამ მესის გაკონტროლება შეუძლებელია #1TVSPORT
გვარდიოლა - ვიცოდით, რა დაგვეპირისპირებინა „პარი სენ-ჟერმენისთვის“, მაგრამ მესის გაკონტროლება შეუძლებელია #1TVSPORT

„მანჩეტსერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენს“ ესტუმრა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა. ერთ-ერთი გოლის ავტორი პარიზელთა არგენტინელი ვარსკვლავი იყო. ლიონელ მესიმ ბურთი 74-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მატჩი შეაფასა და მისი გუნდის მარცხის მთავარ მიზეზად არგენტინელი ფეხბურთელის ფენომენალური ტალანტი დაასახელა:

„ვიცოდით, რა დაგვეპირისპირებინა „პარი სენ-ჟერმენისთვის“, მაგრამ მესის გაკონტროლება 90 წუთის განმავლობაში შეუძლებელია, – ციტირებს გვადიოლას სიტყვებს Sky Sports. – მესი ძალიან ხშირად იყო ბურთით, ეს გასაგებია, ტრავმა მოირჩინა და რიტმს უმატებს. ყველასთვის ცნობილია, როცა ის ფორმაშია, სიჩქარეს აკრეფს და კარს უახლოვდება, მისი შეჩერება შუძლებელია. ერთი რაც შეგვეძლო, იყო ის, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა მისი თამაშიდან წამოსული საფრთხე და შეძლებისდაგვარად შეგვექმნა მომენტები“.

დატოვე კომენტარი