მესი – ეს გოლი ჩემთვის ახალ ეტაპზე ასვლაა #1TVSPORT

12:30, 29.09.2021
epa09494371 Paris Saint Germain's Lionel Messi celebrates scoring the 2-0 lead during the UEFA Champions League group A soccer match between PSG and Manchester City at the Parc des Princes stadium in Paris, France, 28 September 2021.  EPA-EFE/YOAN VALAT

ჩემპიონთა ლიგის მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლის ავტორი პარიზელთა არგენტინელი ვარსკვლავი იყო.

„ბედნიერი ვარ გუნდის გამო. მიმაჩნია, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით „ბრიუგესთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, – მოჰყავს ლიონელ მესის სიტყვები პარიზული კლუბის პრესსამსახურს, – რაც შეეხება გატანილ გოლს, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მბაპემ კარგი პასი მომცა და ზუსტის დარტყმის შესასრულებლად დრო მქონდა.

ძალიან მიხარია, რადგან პარკ დე ფრანსზე ეს ჩემი მეორე მატჩია „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში, ეს გოლი კი ჩემთვის ახალ ეტაპზე ასვლაა, მაგრამ მთავარი – გუნდის შედეგია“.

https://www.youtube.com/watch?v=EhdRiScnKI4

მსგავსი