გვარდიოლა - „სიტის“ წარმატების გასაღები ფეხბურთელების ინტელექტია #1TVSPORT
გვარდიოლა - „სიტის“ წარმატების გასაღები ფეხბურთელების ინტელექტია #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის წარმატების მიზეზებზე ისაუბრა. 

„წარმატების პირველი მიზეზი – მოთამაშეების მაღალი კლასია, – მოჰყავს გვარდიოლას სიტყვები „სიტის“ პრესსამსახურს. – მეორე მიზეზი კი ის არის, რომ თამაშამდე და თამაშის დროს მხოლოდ მატჩზე ვფიქრობთ და სხვა არაფერზე. ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები ფეხბურთელების ინტელექტია.

შესაძლოა, სეზონში რამე კონკრეტული მოიგო, მაგრამ წლების განმავლობაში მაღალ დონეზე სტაბილური თამაში კარგი ფეხბურთელების გარეშე გამორიცხულია. ჩვენ ვცდილობთ, შესანიშნავი მოთამაშეები შევიძინოთ, რომ მიღწეული დონე მომავალშიც შევინარჩუნოთ“.