გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან-პრი მოიგო
გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან-პრი მოიგო

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან-პრის ფინალში მასპინძელ მეკმუროდ ოლტიბოევს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ყაზახი იერასილ ხაჟიბაევი დაამარცხა. მესამე წრეში თუშიშვილმა იუსუპოვს გაჯობა, ხოლო ნახევარფინალში კი უკრაინელი ხამოსი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ტაშკენტის ტურნირზე ასპარეზობდა ლაშა ბექაური იყო, რომელიც ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალსაც ვერ შესწვდა.

დატოვე კომენტარი