გურამ თუშიშვილმა ბაქოში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა [ვიდეო]

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი ტურნირის მეშვიდე დღეს +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში მან უშანგი კოკაური ბოლო წამებზე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ეს წლის უმნიშვნელოვანეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი ოქროს მედალია. მანამდე ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.), ხოლო ვერცხლი კი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ.) მოიპოვა.

დატოვე კომენტარი