გურამ კაშია - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რეალური გახდა
გურამ კაშია - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რეალური გახდა

ბედნიერი ვარ, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი რომ მოვიდა და თბილად რომ მიმიღეს, – ამის შესახებ გურამ კაშიამ ლატვიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ერთა თასის მეორე ტურში მოგებისა და ჯგუფში გალიდერების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი რეალურად მიიჩნია.

„ბედნიერი ვარ, რომ ორი თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი დავაგროვეთ. ეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს რეალურს ხდის. მაგრამ ჩვენ შემდეგ შეხვედრებშიც ასეთივე მობილიზებულები და მონდომებულები უნდა ვიყოთ. მოდუნება არ შეიძლება, რადგან კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მცველმა.

საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ გამართულ ერთა ლიგის მატჩში დღეს ლატვიის ნაკრები 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.

დატოვე კომენტარი