გურამ კაშია - ევროპის ჩემპიონატამდე ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ყველას გთხოვთ, კარგად მოვემზადოთ #1TVSPORT
გურამ კაშია - ევროპის ჩემპიონატამდე ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და ყველას გთხოვთ, კარგად მოვემზადოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩების დასრულების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა გურამ კაშიას, რომელმაც ეროვნული ნაკრების ფორმით გიბრალტართან მე-100 მატჩი ჩაატარა.

„მე-100 თამაში იყო ეროვნულ ნაკრებში – წარმოუდგენელი ციფრია. ეს თითოეული მოთამაშისთვის საამაყოა – არა მხოლოდ 100 თამაში, თითოეული მატჩიც საამაყოა. მადლობა მინდა გითხრა იმისთვის, რასაც აკეთებდი, რასაც აკეთებ და მომავალში გააკეთებ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

„საქართველოს ნაკრები არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი გუნდი ფეხბურთში. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. იმედია, კიდევ ბევრს ვითამაშებ. 100 მატჩზე არ გავჩერდები. ბოლო 15 თამაში იყო დიდი სიამოვნება. ძალიან ახლოს ვართ დიდ ოცნებასთან – ევროპის ჩემპიონატამდე ორი თამაში გვაქვს დარჩენილი და გთხოვთ, ძალიან მაგრად მოვემზადოთ. ამით კიდევ ერთი ოცნება ამიხდება“, – ეს გურამ კაშიას სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია მესამე ქართველი ფეხბურთელია რომელმაც 100-მატჩიან ზღვარს მიაღწია. პირველი ლევან კობიაშვილი იყო, მეორე – ჯაბა კანკავა, მაგრამ ამის შემდეგ ორივე მათგანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

გურამ კაშიას აქვს რეალური შანსი, რომ გახდეს პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც 100-მატჩიანი ზღვარის გადალახვა შეუძლია.