გურამ კაშია - ბოლო დროს ძალიან მომწონს ჩვენი მენტალიტეტი #1TVSPORT
გურამ კაშია - ბოლო დროს ძალიან მომწონს ჩვენი მენტალიტეტი #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად კაპიტნის სპეციალური სამკლაურით ითამაშა. „ჯვაროსნების“ გამოცდილმა მცველმა თამაშის შემდეგ ამხანაგურ მატჩში გამარჯვებასა და უკრაინისადმი სოლიდარობის შესახებ ისაუბრა.

„ძალიან რთული თამაში გამოვიდა. დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვიყავით. ბოლო დროს ძალიან მომწონს ჩვენი მენტალიტეტი. შეიძლება ბევრ მომენტს არ ვქმნით, მაგრამ რასაც ვქმნით, უმეტესწილად გოლით ვასრულებთ.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოვიგეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ამხანაგური მატჩი იყო, ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც ხშირად არ უწევთ თამაში, გვყავდა დებიუტანტიც და ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. იმედია, ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებში უფრო მეტი სანახაობა იქნება.

დღეს ორიენტირებულები ვიყავით თამაშის მოგებაზე და დისციპლინის დაცვაზე. კარგად გავართვით თავი ახალ სისტემას, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ჩემი კაპიტნის სამკლავურით, მთელმა გუნდმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს“.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 29 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრებს ტირანაში ესტუმრება.