გურამ კაშია - ასეთმა მოგებამ კიდევ უფრო გაგვაერთიანა #1TVSPORT
გურამ კაშია - ასეთმა მოგებამ კიდევ უფრო გაგვაერთიანა #1TVSPORT

გურამ კაშიამ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავასსლოვანის“ წარმატებაზე, რომელმაც მოახერხა კიდევ ერთხელ თამაშის შემოტრიალება, „პიუნიკი“ მატჩის ბოლოს დაამარცხა და კონფერენს ლიგის H ჯგუფის სათავეში მოექცა.

ქართველმა მცველმა ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, რადგან ფაქტობრივად, წაგებულ მატჩში გუნდს იმედი 84-ე წუთზე გატანილი გოლით დაუბრუნა და ანგარიში გაათანაბრა. ერთ წუთში კი ვენესუელელმა ერიკ რამირესმა უკვე გადამწყვეტი გოლი გაიტანა 2:1.

„რატომ ვერ იგებს „სლოვანი“ მატჩს ნორმალურად? იმიტომ, რომ ჩვენ მოგვწონს ასეთი დრამა. მართალი გითხრათ, დღეს რომ ფანი ვიყო, ძალიან ვისიამოვნებდი. ყველამ ვისიამოვნეთ, მწვრთნელის გარდა, რომელსაც კინაღამ ინფარქტი დაემართა. მშვენიერი საღამო გვქონდა. გავიმარჯვეთ და ეს მნიშვნელოვანია.

მაგრამ 64-ე წუთზე გოლი გავუშვით. იცი, რომ ამას ნამდვილად არ იმსახურებ და ამის გამო ეს კიდევ უფრო მტკივნეულია. ასე ვგრძნობდი თავს. თუმცა, ჩვენ უარი ვთქვით დანებებაზე და ერთ წუთში შევძელით მდგომარეობის შეცვლა. მეკარის შეცდომა ძალიან სამწუხარო მომენტი იყო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყო გადამწყვეტი მომენტი და საბოლოოდ ამან მატჩის შედეგზე მაინც არ იმოქმედა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ ძალიან აგრესიულად თამაში. მერე კი მეც გავიტანე. გოლი არ იყო განსაკუთრებული, მაგრამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

მწვრთნელმა (ვლადიმერ ვაისმა) მითხრა, რომ ბურთის საჯარიმოში ჩაგდება დამეწყო და ინდივიდუალურად საკუთარი თავის მეტი რწმენა მქონოდა. კარგი პასი მივიღე და შეტევა დავასრულე. ეს ჩემთვის საკმაოდ უჩვეულოა, მაგრამ ძალიან მიხარია. მე ჯერ კიდევ ვზეიმობდი გოლს, როცა სომხების მეკარემ შეცდომა დაუშვა, რამირესმა დუელის მოგება და გატანა შეძლო. ამ დროს მეორე სიამოვნება მივიღე.

მოხარული ვარ, რომ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გოლი გავუშვით. ნებისყოფა გამოვიჩინეთ და სწრაფად დავუბრუნდით თამაშს. ეს რაღაცას ამბობს ჩვენს გუნდზე და იმაზე, თუ როგორ ვთამაშობთ. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ მოვახერხეთ და მას გავუმკლავდით. ვფიქრობ, მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და შექებას ყველა ფეხბურთელი იმსახურებს.

კონფერენს ლიგის H ჯგუფის სათავეში მოვექეცით, რომელიც საკმაოდ უცნაური ჯგუფია, არა? გუნდების დონე მეტ-ნაკლებად იგივეა. ნებისმიერს შეუძლია ლიდერიც დაამარცხოს. პირველ ადგილთან ძალიან ახლოს ვართ და ქულის მოპოვება გვჭირდება. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ცუდი გოლის შემდეგაც არ დავნებებულვართ. გუნდში ნამდვილად ძლიერი სულისკვეთება გვაქვს.

კონფერენს ლიგის ჩვენს ჯგუფში ვითარება დაძაბულია – ბოლო ტურში „ჟალგირისთან“ გამარჯვების შემთხვევაში, „სლოვანი“ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. ლიეტუვას გუნდთან 3 ნოემბერს ვილნიუსის სტადიონზე ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან ხელოვნურ ბალახზე ვითამაშებთ, რაც ადვილი არ იქნება. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ“, – ამბობს გურამ კაშია.