გუდაურში სნოუბორდ კროსის სარეიტინგო შეჯიბრი გაიმართა
გუდაურში სნოუბორდ კროსის სარეიტინგო შეჯიბრი გაიმართა

გუდაურში ვაჟთა შორის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სარეიტინგო სნოუბორდ კროსის შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში 8 ქვეყნის 22 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორი ქართველი სპოუბორდისტი იყო.

ჩემპიონი ესპანელი მარკ როუი გახდა, მეორე ადგილი რუმინელ გეზა კინდას ერგო, მესამე პოზიციაზე კი უკრაინელი რომან ალექსანდოვსკი გავიდა.

ქართველმა სპორტსმენებმა კვალიფიკაციის გავლა ვერ შეძლეს. შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები და თასები გადასცეს. 8-10 მარტს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები და სარეიტინგო შეჯიბრი გუდუარში საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდა.