გრიგალავა დისკვალიფიცირებულია - ქართველმა მცველმა იშვიათი „დუბლი“ შეასრულა #1TVSPORT
გრიგალავა დისკვალიფიცირებულია - ქართველმა მცველმა იშვიათი „დუბლი“ შეასრულა #1TVSPORT

ტულის „არსენალის“ მცველი გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგაში უახლოეს სამ მატჩს გამოტოვებს. ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია მიიღო წითელი ბარათისთვის.

ჩემპიონატის ბოლო თამაშში „არსენალმა“ „უფასთან” 1:2 წააგო, გრიგალავა კი აგრესიული საქციელის გამო გააძევეს. მისი მოქმედებები სპორტული სულისკვეთებისთვის იმდენად შეუსაბამოდ მიიჩნიეს, რომ ის 3 მატჩით დასაჯეს.

გრიგალავა მანამდე რუსეთის თასზე დასაჯეს. მაშინ ქართველმა მცველმა მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ცსკა-ს სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიმართ აგრესია გამოავლინა და ქართველ ლეგიონერს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

ამრიგად, გრიგალავამ დისკვალიფიკაცია როგორც რუსეთის ჩემპიონატში, ასევე ეროვნულ თასზე სამ-სამი მატჩით მიიღო. მსგავსი „დუბლი“ ფეხბურთის ისტორიაში იშვიათი მოვლენაა.