გრანტი ტერნერის ნაცვლად - „ინდიანა“ გაცვლას განიხილავს, რომელიც ბითაძისთვის კარგია #1TVSPORT
გრანტი ტერნერის ნაცვლად - „ინდიანა“ გაცვლას განიხილავს, რომელიც ბითაძისთვის კარგია #1TVSPORT

დეტროიტ პისტონსიNBA-ის მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება. გუნდს რეგულარულში 11 მოგება და 33 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე იმყოფება.

მიუხედავად ჩაგდებული სეზონისა, ამერიკულ მედიაში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ „პისტონსს“ კარგი მომავალი აქვს, გამოცემა clutchpoints-ის აზრით კი ეს მომავალი უფრო ნათელი გახდება თუ კლუბი ჯერემი გრანტს გაცვლის.

Bleacher Report-ის ჟურნალისტი, ჯეიკ ფიშერი ერთ-ერთ ვარიანტად „ინდიანა პეისერსის“ მაილს ტერნერს ასახელებს, რომლის გუნდიდან სავარაუდო წასვლაზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

როგორც clutchpoints წერს, „დეტროიტის“ მძიმე ფორვარდი დომანტას საბონისის გარდა, გოგა ბითაძესა და აიზია ჯექსონსაც კარგად შეეწყობა.

შეგახსენებთ, რომ მაილს ტერნერმა ცოტა ხნის წინ ტრავმა მიიღო, რის გამოც ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია. „კლიპერსთან“ დაპირისპირებაში გოგა ბითაძემ 24:37 წუთი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსირა. მიუხედავად წარმატებული შეხვედრისა, რიკ კარლაილმა ქართველი ახალგაზრდა ცენტრი 3:03 წუთი ათამაშა, სადაც გოგამ 3 ქულის დაგროვება მოასწრო.

დატოვე კომენტარი