გორის „დილას“ ახალწვეული - ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს
გორის „დილას“ ახალწვეული - ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 2019 წლის გათამაშება გორის „დილამ“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებით დაიწყო: გიორგი დეკანოსიძის შეგირდებს თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ ტოგოელი ვინგერი დიდეი კოუგბენია და ნიგერიელი ფორვარდი ჯაკიბ ნჯუკუ შეურთდნენ.

ასევე მცირე ხნის წინ დაიმატეს „გაგრას“ თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი, რომელმაც რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრო.

„გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და „დილა“ შეკრული გუნდია. გუნდს ძალიან დიდი რესურსი აქვს, რომ მაღალი საფეხურებისთვის იბრძოლოს, შესაბამისად ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. მე, ოპტიმალურ ფორმას თანდათან ვუახლოვდები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო. ფეხბურთელისთვის დამატებითი სტიმულია, როდესაც გულშემატკივრის თანადგომას გრძნობს – ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, მათი თანადგომა არ მოგვაკლდება“, – ამბობს ნუგზარ სპანდერაშვილი.