გორგოძემ გერმანიის ტურნირი მოგებით დაიწყო
გორგოძემ გერმანიის ტურნირი მოგებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ წარმატებით დაიწყო გამოსვლა ITF-ის (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) სერიის ტურნირზე, რომელსაც გერმანიის ქალაქი ჰეხინგენი მასპინძლობს.
გორგოძის პირველი მეტოქე მსოფლიოს 248-ე ჩოგანი, 30 წლის იტალიელი ჯულია გატო-მონტიკონე იყო. აპენინელი მხოლოდ ერთხელ იყო მთელი მატჩის განმავლობაში წინ, როცა პირველი სეტი ბრეიკით დაიწყო. ამას გორგოძემ ზედიზედ რვა გეიმის აღებით უპასუხა და 6:1, 2:0 დაწინაურდა.

საბოლოოდ, ქართველმა თითო სეტში სამ-სამი ბრეიკი შეასრულა და სულ რაღაც 54 წუთში 6:1, 6:2 მოიგო.
გორგოძის შემდეგი მეტოქე იქნება გერმანელი ანა გაბრიჩი, რომელიც კლასიფიკაციაში 572-ე ჩოგანია. პირველ წრეში მან იტალიელ რუბინის 6:1, 7:5 მოუგო.

შეგახსენებთ, გასულ თვეში გორგოძემ 80-ათასიანი ტურნირი მოიგო ასტანაში და პირველად შევიდა WTA-ის კლასიფიკაციის TOP200-ში.