„გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
„გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე „ლაიფციგის“ დამარცხების შემდეგ „ოქროს გორელები“ იტალიურ „ფიამე გიალეს“ დაუპირისპირდნენ და ამ მეტოქესაც 4-1 მოუგეს.

ამჯერად გამარჯვების მომტანი მესამე ქულა ბექა ღვინიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც ანტონიო ჩიანო ბრძოლის დაწყებიდან ორ წუთზე ოდნავ მეტში შესანიშნავი იპონით დაამარცხა.

იპონით დაასრულა ბოლო დაპირისპირება უშანგი კოკაურმაც, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე აზერბაიჯანის ღირსებას იცავს.

„გოლდენ გორის“ მომდევნო მეტოქე სერბული „კინეზის ნის“ იქნება, რომლის ღირსებასაც +90 კგ. წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი იცავს.