გოგონებში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის - საფეხბურთო ღია კარის დღე გლდანში #1TVSPORT
გოგონებში ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის - საფეხბურთო ღია კარის დღე გლდანში #1TVSPORT

გლდანის საფეხბურთო ცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო ღია კარის დღე გამართა. საფეხბურთო აქტივობებში 15-წლამდე გოგონები მონაწილეობდნენ, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ტატა მატვეევამ, ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ გოგონები სხვადასხვა სახის საფეხბურთო ელემენტებში ავარჯიშეს.

ფეხბურთით დაინტერესებული გოგონებისთვის გლდანის საფეხბურთო ცენტრში საფეხბურთო ვარჯიშები რეგულარულად სრულიად უფასოდ გაიმართება და წვრთნებს ნაკრების ფეხბურთელები ჩაატარებენ.

სფფ-ის პროექტის #WePlayStrong-ის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით რეგულარული ვარჯიშები რამდენიმე ლოკაციაზე იმართება, მათ შორის, ვაკისა და ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრებში, გორში, თერჯოლასა და ბათუმში. წლის ბოლომდე კი სულ 10-მდე საფეხბურთო წერტილის შექმნა იგეგმება.

პროექტი ქალთა ფეხბურთის განვითარების 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წელს უეფა-სთან ერთად შეიმუშავა და მიზნად გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს.