გოგლიჩიძემ „კალიარისთან“ მაღალი შეფასება დაიმსახურა - ქოჩორაშვილის „ლევანტე“ პირველ ადგილზეა #1TVSPORT
გოგლიჩიძემ „კალიარისთან“ მაღალი შეფასება დაიმსახურა - ქოჩორაშვილის „ლევანტე“ პირველ ადგილზეა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა საბა გოგლიჩიძემ, რომლის „ემპოლი“ შინ „კალიარის“ დაუზავდა – 0:0.

საბა საზონოვს ტრავმის გამო არ უთამაშია, საბა გოგლიჩიძე კი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 7.5 ქულა მიიღო, რაც მეორე საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ სანტანდერის „რასინგი“ ხოსე მორალესის დუბლით და ფორესის გოლით 3:1 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელების ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ამ მოგებით „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა.