გოგა ხაინდრავა – ჩერგოლეიშვილი და მისი სექტა თითქოს გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ნაციონალური მოძრაობის“ სული და გული არიან

23:56, 05.10.2018

პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ტაბულას“ დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართა:

„ეს ქალბატონი და მისი სექტა, პოლიტიკურ პარტიას რომ ეძახიან და თითქოს გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ნაციონალური მოძრაობის“ სული და გული არიან“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრალდებები უარყო: „რა ზღაპრებს ყვებით, კომბლე მოყევით, უფრო დაიჯერებს ხალხი, შეხედეთ, რა დღეში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თქვენ არ გიგინებივართ იმ სიტყვებით, ისინი რომ გვაგინებენ“, – მიმართა თამარ ჩერგოლეიშვილმა გოგა ხაინდრავას.

მსგავსი