გოგა ბითაძის შედეგიანი მატჩი - „ორლანდო მეჯიქმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის გუნდმა, „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 102:101 გაიმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი რამდენიმე გამოცემის ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გოგამ 33:54 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება შესძინა. ბითაძემ თამაშიდან 10-ჯერ ისროლა, საიდანაც 8 ტყორცნა ზუსტი იყო.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 21 ქულა ტრისტან და სილვამ ჩააგდო, ხოლო ქართველი შედეგიანობით მეორე გახლდათ.
ამ მომენტისთვის ფლორიდელები 20 გამარჯვებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე არიან.