გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსი“ დაამარცხა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიქსი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ბოსტონ სელტიქსს“ უმასპინძლა და მეტოქე 96:76 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მწვრთნელისგან არასრული 21 წუთი მიიღო, ხოლო ამ დროში საკუთარ გუნდს 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ბითაძემ თამაშიდან მეტოქის ფარს შვიდჯერ შეუტია, საიდანაც სამი ტყორცნა ზუსტი იყო.

ფლორიდელთა რიგებში მოედანზე ყველაზე შედეგიანი გერმანელი ფრანც ვაგნერი გახლდათ 23 ქულით, ხოლო „ბოსტონის“ ბომბარდირი 15 ქულით პეიტონ პრიჩარდი გახდა. სტუმართა გუნდმა ამ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი დაასვენა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ორლანდო მეჯიქს“ 40 გამარჯვება და 40 მარცხი აქვს, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.