გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეან პელიკანსი“ 20 ქულით დაამარცხა #1TVSPORT
NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ სტუმრად „ნიუ ორლეან პელიკანსი“ 113:93 დაამარცხა.
„ორლანდო მეჯიქის“ ქართველმა ლეგიონერმა, გოგა ბითაძემ პარკეტზე ხუთი წუთი გაატარა და მის აქტივში ერთი მოხსნა და ორი პასია.
ამ მატჩში ყველაზე შედეგიანი „ორლანდოს“ ლიდერი პაოლო ბანკერო იყო – 34 წუთში მის ანგარიშზე 34 ქულა, 11 მოხსნა და ოთხი პასია.
„ორლანდო მეჯიქი“ 67 შეხვედრიდან 31 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.