გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქისთვის“ სეზონის დასრულებულია #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქისთვის“ სეზონის დასრულებულია #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქისთვის“ NBA-ს სეზონი დასრულებულია. აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის პირველი რაუნდის სერიის მეხუთე მატჩი ფლორიდელებმა სტუმრად მოქმედ ჩემპიონთან, „ბოსტონ სელტიქსთან“ 89:120 წააგეს და მთლიანად სერიაში 1:4 დამარცხდნენ.

სერიის მანძილზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელს მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. სერიის მეხუთე მატჩში მან მოედანზე 2 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა, ხოლო შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა.

„ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 25 ქულით გერმანელი ფრანც ვაგნერი გახლდათ, ხოლო „ბოსტონის“ რიგებში 35 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო.

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის მეორე ეტაპზე „ბოსტონის“ მეტოქე „ნიურ იორკ ნიქსსა“ და „დეტროიტ პისტონსს“ შორის გამარჯვებული იქნება.