გოგა ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი | ადრიატიკის ლიგა
გოგა ბითაძის მორიგი შესანიშნავი მატჩი | ადრიატიკის ლიგა

გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსი“ ადრიატიკის ლიგის მორიგ შეხვედრაში უშუალო კონკურენტს, მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან დაძაბულ ბრძოლაში 91:85 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა. ბითაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო და მის ანგარიშზე 23 ქულა, ექვსი მოხსნა, ერთი პასი, ერთი ჩაჭრა და ოთხი დაფარება იყო.

ბითაძემ შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთითა და 11 წამით ადრე მეხუთე პერსონალური მიიღო, თამაშს გამოეთიშა და სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ დათმო „მეგა ბიმაქსმა“ მოპოვებული ხუთ ქულიანი უპირატესობა.

ბუდუჩნოსტ“-ში გამორჩეული გამოცდილი ერლ კლარკი იყო. მან 20 ქულას და სამ მოხსნას მოუყარა თავი.

მარცხის შემდეგ „მეგა ბიმაქსს“ 17 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. მონტენეგროულმა გუნდმა კი 18 ქულა დააგროვა და მეორეზე გადაინაცვლა.