გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - „ორლანდო მეჯიქი“ „ატლანტასთან“ დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი - „ორლანდო მეჯიქი“ „ატლანტასთან“ დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს „ატლანტა ჰოუქსს“ მეხიკოში დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში ერთი ქულით, 119:120 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი კვლავ „ორლანდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და საერთო ჯამში, მოედანზე 21:29 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ბითაძემ 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შეასრულა. თამაშიდან 7-ჯერ ესროლა, საიდანაც 5 სროლა ზუსტი იყო.

შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედი, რომელიც „ატლანტამ“ 27:21 მოიგო. ბოლო წამებზე „ორლანდოს“ მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა თავისი სროლა ფლორიდელებმა ვერ გამოიყენეს.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ჯეილენ საგსი გახლდათ 21 ქულით, ხოლო „ატლანტას“ გამარჯვება ტრეი იანგმა განაპირობა – 41 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა.

გოგა ბითაძის გუნდი მორიგ შეხვედრას, 12 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ მომენტისთვის, „ორლანდოს“ 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.