გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი მატჩი NBA-ში - „ორლანდომ“ „ტორონტო“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის გუნდმა, „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩი სტუმრად „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 106:97 გაიმარჯვა.
სტუმრებმა უპირატესობა პირველ მოეთხედში მოიპოვეს, რომელიც მათი გამარჯვებით 37:24 დასრულდა და ეს უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს.
„ორლანდოს“ რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი გოგა ბითაძე, რომელმაც მოედანზე 30 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა.
ყველაზე მეტი, 25 ქულა ტრისტან და სილვას ანგარიშზეა, ხოლო 15 ქულით დაასრულა შეხვედრა კენტავიუს კალდველ-პოუპმა.
36 მატჩის შემდეგ „ორლანდო მეჯიქმა“ 21 გამარჯვება და 15 მარცხი დააგროვა, ამ მაჩვენებლით კი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.