გოგა ბითაძის ბანერი ვარსკვლავებს შორის
გოგა ბითაძის ბანერი ვარსკვლავებს შორის

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე „მეგა ბიმაქსის“ ე.წ. „დიდების დარბაზში“ მოხვდა. გოგას ბანერი სერბული გუნდის დარბაზში ჩამოკიდეს.

ბითაძემ ევროპაში ასპარეზობა სწორედ „მეგა ბიმაქსში“ დაიწყო. მცირე პერიოდში ის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა.

ქართველმა კალათბურთელმა „ბიმაქსში“ სულ 3 სეზონი იასპარეზა. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა სახის ჯილდო მან არაერთხელ დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე წელს „ინდიანას“ შეუერთდა. მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 15.8 წუთი, 5.8 ქულა, 3.8 მოხსნა, 1.2 პასი და 1.5 დაფარება.

„პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას, ხვალ, „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.