გოგა ბითაძის 7 ქულა „კლივლენდთან“ მატჩში #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს პრესეზონზე მეორე მატჩი სტუმრად „კლივლენდთან“ გამართა და 105:119 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 12 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 7 ქულა, 2 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო 17 ქულით ტრისტან და სილვა გახლდათ.
მომდევნო მატჩს რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე „ორლანდო მეჯიქი“ 14 ოქტომბერს კვლავ „კლივლენდთან“ ჩაატარებს.