გოგა ბითაძის 22 წუთი და 11 ქულა „შარლოტთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე მისი საშუალო სათამაშო დროა (7.5 წუთი). NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში

ინდიანამ“ „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძლაში 118:121 წააგო.

ინდიანელთა სასტარტო ხუთეულმა ვერ გაამართლა. ლიდერ დომანტას საბონისს 8 ქულა ჰქონდა, ხოლო მაილს ტერნერს – 6. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ინდიანელს 23 წუთზე მეტი არ უთამაშია.

გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არასრული 22 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში  ინდიანელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს. ქართველი ცენტრი საკმაოდ აქტიური იყო, ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. „შარლოტში“ 32 ქულით, 11 მოხსნით და 8 პასით საუკეთესო ლონზო ბოლი გახლდათ.

„ინდიანას“ 6 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. 2 დღეში ინდიანელები „ნიუ ორლეანს“ უმასპინძლებენ.

დატოვე კომენტარი