ბითაძის 5 ქულა და ეფექტური მომენტები „ნიქსთან“ - გოგამ მეტოქეს სამჯერ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 5 ქულა და ეფექტური მომენტები „ნიქსთან“ - გოგამ მეტოქეს სამჯერ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 ნოემბერს, გამთენიისას 11 შეხვედრა გაიმართა, რომელთა შორისაც ქართველი გულშემატკივრის ყურადღებას ერთი იწვევდა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსს“ ეწვია და 84-92 დამარცხდა.

ქართველი ახალგაზრდა ცენტრი შემადგენლობას დაუბრუნდა და პარკეტზე 16:29 წუთი გაატარა, მან ამ დროში 5 ქულა, 2 მოხსნა (1 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. გოგამ პერიმეტრიდან 3-ჯერ ისროლა და უშედეგოდ, საშუალო მანძილიდან კი ზუსტი იყო და 2 მცდელობიდან ორივეჯერ ჩააგდო. ის საჯარიმოს ხაზთან ერთხელ დადგა და ბურთი კალათში მოათავსა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს და მიუხედავად დაცვაში აქტიურობისა, პერსონალური ფოლი არ მიუღია.

ბითაძისა და საბონისის კომპინაცია ქართველმა 2 ქულით დაასრულა და მეტოქეც დააჯარიმა

დომანტასის სროლის შემდეგ გოგამ ბურთი კალათში მოათავსა

ქართველი კალათბურთელის ეფექტური დაფარება იმანუელ ქვიქლიზე

მატჩი რიკ კარლაილის გუნდმა კარგად დაიწყო და პირველ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის შედეგად, „პეისერსი“ დიდ შესვენებაზე ერთქულიანი სხვაობით იგებდა. გუნდმა მესამე მეოთხედშიც აჯობა მეტოქეს, მაგრამ „ნიქსი“ ბოლო პერიოდში თამაშში დაბრუნდა, 13 ქულით მეტი აიღო და საბოლოო ჯამში, მეტოქე 8-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

წაგების მიუხედავად, პირველი სამი შედეგიანი კალათბურთელი „ინდიანას“ მხრიდან იყვნენ – მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. ლიეტუველმა ცენტრმა, დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი 21 ქულითა და 15 მოხსნით გაიფორმა. კარის ლევერტის ანგარიშზე 17 ქულაა. „ნიქსი“ აშკარაა, რომ გუნდურ კალათბურთს თამაშობდა, რაც მოთამაშეების შედეგიანობაზე აისახა – 16-16 ქულა იმანუელ ქვიქლიმ და კემბა უოკერმა დააგროვეს, დერიკ როუზის ანგარიშზე 14 ქულაა, ერ ჯეი ბარეტმა ქულა მიითვალა, ჯულიუს რენდლმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ნიუ იორკი VS ინდიანა

გოგა ბითაძის გუნდისთვის ეს ამ რეგულარულ სეზონში მე-9 მარცხია. შემდეგ მატჩს „პეისერსი“ „დეტროიტთან“ 18 ნოემბერს გამართავს.