გოგა ბითაძის 11 ქულა და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ #1TVSPORT
გოგა ბითაძის 11 ქულა და გამარჯვება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ინდიანა პეისერსს“ შეხვდა და 129:115 გაიმარჯვა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბითაძე „ორლანდოს“ ძირითად ხუთეულში იმყოფებოდა, მან მწვრთნელისგან 22 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 3 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა 6-დან 5 საჯარიმო ტყორცნა.

„ორლანდო მეჯიქის“ შემადგენლობაში გამორჩეული გალხდათ ტრეველინ ქვინი 25 ქულით. მატჩი 21 ქულით დაასრულა ენტონი ბლექმა, ხოლო 17-ით – ჯეტ ჰოვარდმა.

NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო ტურის წინ „ორლანდოს“ 41 გამარჯვება და 40 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად პლეი ინის თამაში მოუწევს, სადაც მისი მეტოქე ან „ჩიკაგო ბულსი“, ან „მაიამი ჰიტი“ იქნება.

13 აპრილს ბოლო ტურის მატჩს „ორლანდო მეჯიქი“ „ატლანტა ჰოუქსთან“ სტუმრად ჩაატარებს.