გოგა ბითაძის 11 ქულა და 9 მოხსნა - „ორლანდომ“ „ვაშინგტონთან“ გაიმარჯვა #1TVSPORT

გოგა ბითაძის გუნდმა, „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგი მატჩი „ვაშინგტონ უიზარდსთან“ საკუთარ მოედანზე გამართა და 110:90 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი ძირითად ხუთეულში არ იყო, მოედანზე მოგვიანებით შევიდა. ბითაძემ 21:43 წუთი ითამაშა, რა დროშიც თავის გუნდს 11 ქულა, 9 მოხნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა მოუტანა. გოგამ 5 სროლიდან 4 ჩააგდო. მან ასევე 4 საჯარიმო ტყორცნიდან 3 გამოიყენა.

ფლორიდელთა რიგებში გამოირჩნენ ენტონი ბლექი და ფრანც ვაგნერი, მათ 23-23 ქულა ჩააგდეს. 19 ქულა ჰქონდა უკანახაზელ პაოლო ბანკეროს.

„ორლანდოს“ 29 გამარჯვება და 30 მარცხი აქვს, ამ ბალანსით კი NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

თავისი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასური გუნდი „ნიუ ორლეანსთან“ სტუმრად 96:114 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 7 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 2 ქულა და 1 მოხსნა იყო. „სან ანტონიო“ ამ მომენტისთვის დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის ზონის მიღმა, მე-12 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე და მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში ვერ ეხმარებიან. NBA კალათბურთელებს შუა სეზონში ეროვნულ გუნდებში არ უშვებს. ორივე მათგანი, დიდი ალბათობით, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.