გოგა ბითაძემ „ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრაში „ორლანდო მეჯიქს“ 19 ქულა შესძინა #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდა და 108:116 დამარცხდა. ეს წაგება თავის დარბაზში „ორლანდოსთვის“ ზედიზედ მეექვსე იყო.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 23 წუთი გაატარა. ბითაძემ თავის გუნდს 19 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. გოგამ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი უკანახაზელი პაოლო ბანკერო გახლდათ, მის ანგარიშზე 31 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასია.
ფლორიდელები 32 მოგებითა და 38 მარცხით NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე არიან.