გოგა ბითაძემ „ფილადელფიის“ წინააღმდეგ თავის გუნდს 4 ქულა შესძინა #1TVSPORT
გოგა ბითაძემ „ფილადელფიის“ წინააღმდეგ თავის გუნდს 4 ქულა შესძინა #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩი საკუთარ მოედანზე „ფილადელფიასთან“ გამართა და 104:99 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მოედანზე 12 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. გოგამ თამაშიდან 2 ბურთი ჩააგდო.

ბოლო შეხვედრებთან შედარებით ბითაძის სათამაშო დროის შემცირება იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ „ორლანდოს“ გუნდის ლიდერი პაოლო ბანკერო დაუბრუნდა, მან „ფილადელფიასთან“ მატჩში 20 ქულა მოიპოვა.

ამ მომენტისთვის ფლორიდელები 23 გამარჯვებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე არიან.