გოგა ბითაძემ ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო ჩაიბარა
გოგა ბითაძემ ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო ჩაიბარა

საკალათბურთო ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტული 19 წლის ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა და ბითაძეს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო ლეგენდარულმა სერბმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა გადასცა.


„დიდი მადლობა ჯილდოსთვის. მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. საოცარი გრძნობაა. დიდი მადლობა ევროლიგას, რომ მომეცა ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს გუნდს. ეს ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მოთამაშისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს. ვერასოდეს წარმომედგინა, რომ ევროლიგაზე ვითამაშებდი. ლეგენდებთან ერთად ასპარეზობა ჩემთვის დიდი პატივია“, – განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს დანილო გალინარი, რიკი რუბიო, ნიკოლა მიროტიჩი, კოსტას პაპანიკოლაუ, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ალექს აბრინესი და ლუკა დონჩიჩი იყვნენ.