გოგა ბითაძეს ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მიენიჭა [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტიტული 19 წლის ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს გადაეცა.

ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს დანილო გალინარი, რიკი რუბიო, ნიკოლა მიროტიჩი, კოსტას პაპანიკოლაუ, ბოგდან ბოგდანოვიჩი, ალექს აბრინესი და ლუკა დონჩიჩი იყვნენ.

ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ამ ამბავს სპეციალურ სტატიას უძღვნის, სადაც დეტალურად არის განხილული და აღწერილი გოგას თამაში და განცდილი პროგრესი. ევროლიგის 2018-2019 წლების სეზონზე ის საშუალოდ მატჩში 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას აგროვებდა.