გოგა ბითაძემ 23 წუთი მიიღო - „ორლანდო“ სტუმრად „დეტროიტთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გოგა ბითაძემ 23 წუთი მიიღო - „ორლანდო“ სტუმრად „დეტროიტთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩი სტუმრად „დეტროიტ პისტონსთან“ ჩაატარა და 96:105 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა,  1 ჩაჭრა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა. გოგამ თამაშიდან 8-ჯერ ისროლა, საიდანაც 3 ტყორცნა ზუსტი იყო, ასევე 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

24 ქულით „ორლანდოს“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი უკანახაზელი ჯეილენ საგსი გახლდათ, 21 ქულა ჰქონდა კენტავიუს კალდველ-პოუპს.

„ორლანდო მეჯიქს“ 20 გამარჯვება და 15 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.