გოგა ბითაძე ყოფილი კლუბის წინააღმდეგ - 22 ქულა, რვა მოხსნა, სამი დაფარება [ვიდეო]

გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ „ადრიატიკის ლიგის“ 21-ე ტურში ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდს, „მეგა ბიმაქსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით – 77:70 დაამარცხა.

ბითაძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. მის ანგარიშზე 22 ქულა, რვა მოხსნა, სამი დაფარება და ერთი ჩაჭრა იყო. გოგას 12-12 ქულით გამოცდილი ნორის კოული და ედვინ ჯექსონი დაეხმარნენ.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ბუდუჩნოსტს“ 36 ქულა აქვს და „ადრიატიკის ლიგის“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. ბითაძის გუნდი ლიგის მომდევნო შეხვედრაში „ციბონას“ შეხვდება, რომელიც ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.