გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა - „ორლანდო“ „პორტლენდთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა - „ორლანდო“ „პორტლენდთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი მატჩი სტუმრად „პორტლენდ ტრეალ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 90:119 დამარცხდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში. ბითაძემ მწვრთნელისგან 18 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 24 ქულა გერმანელმა ფრანც ვაგნერმა დააგროვა, ხოლო პორტლენდის რიგებში საუკეთესო 23 ქულით ჰენდერსონი გახლდათ.

ფლორიდელთათვის ეს ბოლო 8 თამაშში მე-7 მარცხი იყო. ამ მომენტისთვის „ორლანდო“ მეჯიქი NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.