გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო
გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი 62 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოდერძი ბერდელიძე, აკვრაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. პოლონეთის ქალაქ ზამოსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველმა ძალოსანმა 142, 146 კგ დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა.

გიორგი დოკვაძემ ატაცში დაძლეული 108, 112, 115 კილოგრამით მეოთხე შედეგი დააფიქსირა. აკვრაში მან 136 კილოგრამი დაძლია და მეხუთე ადგილზე გავიდა. გიორგი დოკვაძე ორჭიდის ჯამში მეოთხე ადგილზე გავიდა (251 კგ.).