გნაბრიმ „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
გნაბრიმ „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

„ბაიერნმა“ ფორვარდ სერჟ გნაბრისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, – იტყობინება გერმანიის ჩემპიონის პრესსამსახური.

27 წლის ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბში 2017 წელს გადავიდა. „ბაიერნის“ შემადგენლობაში მან ოთხჯერ მოიგო ბუნდესლიგა და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული,

„ბაიერნის“ რიგებში 171 ოფიციალურ მატჩში გნაბრიმ 64 გოლი გაიტანა. გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 34 მატჩში მის ანგარიშზე 20 გოლია.