გივი მაჭარაშვილმა ორგანიზაცია RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, გივი მაჭარაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში პირველი შეხვედრა გამართა და ამერიკელთა ვარსკვლავი სტივენ ბიუქენენი დაამარცხა.
Real American Freestyle-ი თავისუფალი ჭიდაობის ფორმატია ამერიკული ხედვით, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
აღნიშნულ ორგანიზაციაში, გივი მაჭარაშვილის გარდა, რამდენიმე ქართველი სპორტსმენიც გამოდის, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერაბ დვალიშვილი.
ხინჩეგაშვილი თავის შეხვედრას 28 მარტს ჩაატარებს ბო ბასეტის წინააღმდეგ, ხოლო მერაბ დვალიშვილი 18 აპრილს ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება.