მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით ჰენრი სეჰუდოს შეხვდება #1TVSPORT
მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციის, RAF-ის ეგიდით UFC-ს ყოფილ ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანს, ჰენრი სეჰუდოს შეხვდება.
სეჰუდოსა და დვალიშვილის ჭიდაობის შეხვედრა 18 აპრილს RAF08-ის ფარგლებში შედგება და დღის მთავარი ღონისძიება იქნება.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, სადაც რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
Real American Freestyle-ი თავისუფალი ჭიდაობის ფორმატია ამერიკული ხედვით, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ქართველი მებრძოლი ამერიკელს UFC-ში ერთხელ უკვე შეხვდა და 2024 წლის თებერვალში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.