გიორგი წიტაიშვილი - ფეხბურთელობა იყო არა ჩემი ოცნება, არამედ მიზანი #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი - ფეხბურთელობა იყო არა ჩემი ოცნება, არამედ მიზანი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ 21 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომლის კონტრაქტიც კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, საკუთარი კარიერა მოკლედ შეაფასა.

„ფეხბურთს სამი წლიდან ვთამაშობ – თითქმის მთელი ცხოვრება. მახსოვს, როგორ მინდოდა, ღამე რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო და ახალი დღე დაწყებულიყო. ვარჯიშზე მეჩქარებოდა. ის შეგრძნებაა, ყოველდღე დაბადების დღე რომ გქონდეს. ფეხბურთელობა ოცნება კი არა, ეს ჩემი მიზანი იყო“, – დაწერა გიორგი წიტაიშვილმა „ინსტაგრამზე“.

21 წლის თავდამსხმელი დაიბადა ისრაელში, რიშონ-ლე-ციონში, სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კობა წიტაიშვილი თამაშობდა. გიორგი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. წიტაიშვილის დებიუტი „დინამოში“ შედგა 2018 წლის 9 მაისს, უკრაინის თასის ფინალში, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ. ამავე ითამაშა პირველად ევროტურნირებზე. შეცვლაზე შემოვიდა ევროპალიგაზეიაბლონეცთან“ 0:1 წაგებულ შეხვედრაში. 2020 წლის 20 დეკემბერს პოლტავის „ვორსკლას“ იჯარით შეუერთდა. ახლა იჯარით ოდესის „ჩერნომორეცშია“.

წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მან ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა ოდესის „ჩერნომორეცის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა და საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ბოლო დროს, ის „ჯვაროსნების“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და ეროვნული გუნდის ფორმა 4-ჯერ მოირგო.

დატოვე კომენტარი