გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს დიდი ალბათობით არ დააყენებენ
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს დიდი ალბათობით არ დააყენებენ

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს დიდი ალბათობით არ დააყენებენ.

ვაშაძის შეფასებით, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის არჩევნები.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“ რუსთავში რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით ვფიქრობდით და შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებდით, თუმცა დღეს კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ კანდიდატურას დიდი ალბათობით არ დავაყენებთ. დანარჩენ დეტალებზე ჩამოვყალიბდებით, როცა „ლელოს“ წარმომადგენლებთან გვექნება საუბარი. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის არჩევნები. იმედი მაქვს, შედეგიც იქნება ხალხისთვის სასარგებლო და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ხელისუფლების დემონტაჟისკენ. საკრებულოებში ახალი რეალობაა და შესაძლებლობა არის იმის, რომ ახლო მომავალში თუ არა, საშუალო ვადაში მაინც უმრავლესობა დაიშალოს და ახალი უმრავლესობა ჩამოყალიბდეს მეათე მოწვევის პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ და ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ექნებათ შეხვერდები.