გიორგი სიორიძე - სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ცესკო-მ ერთგვარი პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა
გიორგი სიორიძე - სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ცესკო-მ ერთგვარი პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა

სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ცესკო-მ ერთგვარი პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ოპოზიციური პარტიების წარდგენილმა გიორგი სიორიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ცესკო-ს ვებგვერდზე არჩევნების შედეგების გამოქვეყნების დაგვიანებაზე.

„როგორც საარჩევნო უბნებზე პროცესის გახანგრძლივება, ასევე ოლქების დონეზე ოქმების მიწოდება, შემდეგ მათი ცესკო-ში გადმოგზავნა და გასაჯაროება მიმდინარეობდა ხელოვნურად. ძალიან ვწუხვარ, რომ შემიძლია, ახლა ამის თქმა ასე გვიან.

საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის სავალალო შედეგი, რომ ოფიციალურ განცხადებას ცესკო საზოგადოებას აწვდის ასე გვიან. ეს არის ის ერთგვარი პირველადი ტესტი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით არ არის ჩაბარებული“, – განაცხადა სიორიძემ.