გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას „ემ ვი პის“ ტიტულისთვის იბრძოლებს

19:38, 27.02.2021

საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი, შესაძლოა, ACB ლიგის MVP გახდეს.

ქართველი კალათბურთელი საუკეთესო 5 კანდიდატს შორისაა და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონკურენტებთან შედარებით გარკვეული უპირატესობაც აქვს, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი დანარჩენებს აღემატება – 23.3.

შერმადინის გარდა ამ ტიტულისთვის იბრძვიან – ედი ტავარესი (რეალ მადრიდი) – 18.7, ლაურინას ბირუტისი (ობრადოირო) – 18.6, მელო ტრიმბლი (ფუენლაბრადა) – 17.9, ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა) – 17.8.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელს წელს ნამდვილად გამორჩეული სეზონი აქვს. შერმადინის ანგარიშზე საშუალოდ მატჩში 17.3 ქულა, 5.8 მოხსნა და 2.4 პასია.

„ტენერიფე“ ACB ლიგაში 34 ქულით მე-4 ადგილს იკავებს. გათამაშებას კი „რეალ მადრიდი“ ლიდერობს, რომელსაც 40 ქულა აქვს.

მსგავსი