გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება - ესპანეთის ჩემპიონატის 2020 წლის „გიგანტი“ [ვიდეო]

პოპულარული ესპანური საკალათბურთო ჟურნალი „გიგანტეს“ ყოველწლიურად ავლენს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესოებს სხვადასხვა ნომინაციაში. ამ ჟურნალის დაჯილდოება წლეულს 33-ედ ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ გასულ, 2020 წელს ესპანეთის ჩემპიონატის წლის „გიგანტად“ იმჟამად ესპანურ „ბასკონიაში“ მოთამაშე თორნიკე შენგელია დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ შერმადინი გასული, 2020 წლის „ლიგა ენდესას“ (ესპანეთის ლიგა) საუკეთესო მოთამაშედ თავად ამ ლიგის ხელმძღვანელობამ დაასახელა. მიმდინარე სეზონში გიორგი საშუალოდ 24.38 წუთს თამაშობს, 17.3 ქულას, 5.8 მოხსნას, 2.4 პასს და 1 ჩაჭრას აგროვებს. ასეთმა შედეგიანობამ შერმადინს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოუტნა თვის (ოქტომბერი, იანვარი) MVP-ის ტიტული. რაც ყველაზე მთავარია, შერმადინი ერთპიროვნულად და დიდი უპირატესობით ლიდერობს საშუალო სარგებლიანობის ინდექსით. მისი მონაგარი მატჩში საშუალოდ 23.3-ია, როცა მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის „რეალის“ ცენტრ ედი ტავარეშის მქკ 18.7-ია.

ჟურნალმა არაერთ ნომინაციაში გამოავლინა საუკეთესონი, რომელთაგანაც რამდენიმე საინტერესო პრიზის მფლობელს გთავაზობთ:

ლუკა ვილდოზა (ბასკონია) – წლის ლათინოამერიკელი
პიერია ანრი (ბასკონია) – წლის ახალწვეული
უსმან გარუბა (რეალი) – წლის დამცველი
ხოან პენაროია (ბურგოსი) – წლის მწვრთნელი
ფრანჩესკ სოლანა (ლერიდა) –  წლის სპორტული დირექტორი