გიორგი შაშიაშვილი - „დინამოსთან“ მოგებით „შუქურამ“ ისტორია დაწერა #1TVSPORT
გიორგი შაშიაშვილი - „დინამოსთან“ მოგებით „შუქურამ“ ისტორია დაწერა #1TVSPORT

ისტორიაში პირველად ქობულეთის „შუქურამ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა (1:0) და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა საქართველოს თასის 1/16-ფინალური შეხვედრა შეაფასა.

„მადლობას ვუხდი „შუქურას“ ფეხბურთელებს ისტორიული გამარჯვებისთვის. „დინამო თბილისთან“ მოგება ორმაგი მოტივაციაა. ქობულეთში ისეთი გუნდი შევქმენით, რომლის ფეხბურთელებიც ბოლომდე იხარჯებიან და მატჩის უკანასკნელ წუთებამდე იბრძვიან“, – ამბობს გიორგი შაშიაშვილი.

ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდის თამაშის სპეციფიკაზეც ილაპარაკა:

„თავიდანვე ვთქვით, რომ ისეთი გუნდი გვეყოლებოდა, რომელთანაც ქულებს ადვილად ვერავინ აიღებდა. თასის თამაშს თავისი სპეციფიკა აქვს და მოხარული ვარ, რომ თავი კარგად გავართვით. ბრძოლას ვაგრძელებთ. „შუქურასთან“ ქულებს ვერავინ დაგეგმავს“.