გიორგი რეხვიაშვილი „ლევადიაკოსში“ ჩაირიცხა
გიორგი რეხვიაშვილი „ლევადიაკოსში“ ჩაირიცხა

გიორგი რეხვიაშვილი კარიერას „ლევადიაკოსში“ გააგრძელებს – „საბურთალოს“ ყოფილ მცველზე ინფორმაცია ბერძნული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

„კლუბმა გიორგი რეხვიაშვილთან კონტრაქტი 1,5-წლით გააფორმა. ქართველმა მცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბს შეუერთდა“, – წერს „ლევადიაკოსის“ ოფიციალური გვერდი.

30 წლის ცენტრალურმა მცველმა კარიერა 2008 წელს რუსთავის „ოლიმპში“ დაიწყო. უთამაშია ზუგდიდის „მგლებში“, თბილისის „დინამოში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, რუსთავის „ოლიმპში“ და თბილისის „ლოკომოტივში“. იყო საქართველოს ნაკრების კანდიდატი. 2014 წელს თურქულ „ბოლუსპორში“ ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმის გამო კონტრაქტის ნაადრევად გაწყვიტა.

მისი ბოლო გუნდი „საბურთალო“ იყო, რომელშიც ის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. 2018 წელს ეროვნული ლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.