გიორგი ქვილითაია - „ანორთოსისმა“ ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვა ვერ მოახერხა და ამიტომ წავედი #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - „ანორთოსისმა“ ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვა ვერ მოახერხა და ამიტომ წავედი #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ ახალ კლუბში, ნიქოზიასაპოელში“ გადასვლის შემდეგ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც კლუბის შეცვლის მიზეზები ახსნა. 

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, რომელიც ბოლოს თემურ ქეცბაიასთან „ანორთოსისში“ თამაშობდა, ყოფილი გუნდის გულშემატკივრებისა და მწვრთნელისადმი მადლიერება გამოხატა.

„ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დავიწყე და ვიცი, რომ „ანორთოსისის“ ვერცერთი გულშემატკივარი ვერ გამიგებს. მე მათი სრულიად მესმის. „ანორთოსისმა“ „გენტიდან“ ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვა ვერ მოახერხა, გუნდი ამიტომ დავტოვე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვიპროსის თასი, რომელიც ერთად მოვიგეთ. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი გულშემატკივრების გრძნობები. მადლობა კლუბს, გულშემატკივრებსა და პირადად თემურ ქეცბაიას. მე ვრჩები „ანორთოსისის“ გულშემატკივრად და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს“, – წერს გიორგი ქვილითაია.